„გარე საფრთხეების გარდა, ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვხედავთ დესტრუქციული ძალების გააქტიურებას. ქვეყანაში რყევები მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით ძლიერდება, რომელთა ერთ- ერთ მიზანს წარმოადგენს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტება. დესტრუქციული ძალებისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა ეკლესია, ჯარი, პოლიცია. ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობებზე მაღალი გავლენის მქონე ინდივიდები, ლიდერები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.