ქვეყნაში მხოლოდ სამი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ინფიცირების პირველწყარო უცნობია

ქვეყნაში მხოლოდ სამი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ინფიცირების პირველწყარო უცნობია“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განმარტა.

მისი თქმით, დანარჩენ შემთხვევაში წყაროები და კონტაქტები ცნობილია.

„ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია 3 შემთხვევაში, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა. შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე, მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ.

შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები შესაძლოა ერთმანეთთან იყოს კავშირში,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

2020-04-10T18:58:24+04:00აპრილი 10th, 2020|