ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი დაემატა. 41 წლის ქალი ბათუმიდან წუხელ გადაიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათ კლინიკაში გადაყვანა პაციენტის სურვილით მოხდა. როგორც ექიმი აცხადებს, ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სტაციონარში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტია.