ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა COVID19-ის და გრიპის ვირუსის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, სწორედ ამიტომ, სასურველია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე.

„ყველაზე რთული იქნება თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა კოვიდის და გრიპის ვირუსის. ამიტომ არის მოწოდება, რომ წელს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე. კარგია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კულტურა გრიპის საწინააღმდეგო აცრების. ჩვენ დავიწყეთ 5 000 -10 000 ადამიანიდან და შარშან 100 000 ადამიანი ავცერით, კერძო სექტორმა კიდევ დაახლოებით 35 000. წელს დაახლოებით 140 000 დოზა გვაქვს ნაყიდი და კიდევ 100 000 გვინდა დავამატოთ, რომ მეტი რისკ ჯგუფები მოვიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.