აქ უნდა ვიჯდე ოდესაში და ნაცარი ვქექო თუ გარედან ვუყურო? რაც არ უნდა კარგად მოვეწყო აქ, რამდენი შემოთავაზება მქონდა ბოლო თვეებში თანამდებობების დაკავების და ა.შ. ყველაფერზე ვთქვი უარი იმის გამო, რომ ვიცი, წელს წყდება ჩემი ქვეყნის ბედი. ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოს. მე კარიერას ვერ გავაკეთებ სხვაგან. იცით, რომ ისტორიულად არა მხოლოდ ჩვენს ახალგაზრდებს, გოგო-ბიჭებს აგზავნიდნენ. გიორგი სააკაძე სადღაც გუბერნატორი იყო ჩემსავით, ის ოსმალეთში, მე უკრაინაში. ეს დამთავრდა. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას.”

თქვა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ჩართვისას.

 

წყარო: ტაბულა