დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა აცრილ ადამიანს ცნობა გადაეცემა.

მისი თქმით, ცნობა ორენოვანი იქნება.

“ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა. ესაა ორენოვანი ცნობა. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს. ამცრელი ბრიგადები სამი ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. ამცრელი, ექიმი, სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მესამე არის რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები და ყოველკვირეულად შეჯამდება ვაქცინაციის პროცესი.”- განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

www.newposts.ge