ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, საქართველოს ელჩზე უკრაინაში, რომელიც თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენები შეზღუდულია, სწორედ ამაზე მიანიშნებს სააკაშვილი თავის ხუმრობაში.

„შეიძლება თამამი შეკითხვა? ეს ელჩი, რომელიც „გამოიძახეს“, როგორ ჩავა სახლში?”

სერიოზულად კი:

პრეზიდენტი ზელენსკი მხარს უჭერს იმას, რომ უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობები განვითარდეს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და მე ამ ბრძნულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებ.

ქართველი ხალხი არცერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობა მცირედითაც კი გააფუჭოს, ან მიანიშნოს ამაზე.

მე ვფიქრობ, რომ უკრაინსა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი ორი ქვეყნის ახლო, მეგობრულ ურთიერთობებს სხვა ალტერნატივა არ აქვს“, – წერს სააკაშვილი.