“ქართული მარშის” წარმომადგენლებმა გლდანში, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან აქცია გამართეს, სადაც დაწვეს პლაკატი ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ “ნაციონალური მოძროაბის” შტაბთან მიახლოვებას, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციას “ქართული მარშის” წევრი ირაკლი შიხიაშვილი ხელმძღვანელობდა. შიხიაშვილის თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომ მელიამ “ქართულ მარშს” პრორუსული ძალა უწოდა:

“თქვენ, ვისაც არ გინახავთ შეიარაღებული რუსი იარაღით ხელში როგორ გებრძვით, თქვენ რომელნიც ორღობის “მავთულზეც” არ გაჩხაპნილხართ, ჩვენ, ეროვნული მოძროაბის წიაღში აღზრდილი ადამიანები, სამშობლოს ვეტერანები რატომ ვართ რუსეთუმეები მაგის პასუხს ვითხოვთ. და მეორე, თუ ნიკანორ მელია, რომელსაც ვიცნობ თბილისში აღზრდილ კაცად და აქვს ესეთი ღირებულებები მობრძანდეს ერთი ერთზე ტელევიზიების თანდასწრებით, ვუთხრათ ქართველ ერს ვინ ვინ არის”, – მიმართა მელიას შიხიაშვილმა.

აქციის მიმდინარეობისას “ქართული მარშის” აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა შტაბის მიმართულებით ცოცხი ისროლეს. ნიკა მელიას შტაბთან კი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები.

წყარო