რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა სურვილი, კავშირები დაამყაროს  “თალიბან”-ის მოძრაობის ბოევიკებთან. ამის შესახებ მან განაცხადა WEF– ის პლენარულ შეხვედრაზე, 3 სექტემბერს განაცხადა,0ინფორმაციას კი ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება.

 

”რუსეთი არ არის დაინტერესებული ავღანეთის დაშლით. თუ ეს მოხდება, მაშინ ვერავისთან შევძლებთ საუბარს.. და თუ ეს ასეა, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ რაც უფრო ადრე შევა თალიბანი, ასე ვთქვათ, ცივილიზებული ხალხის ოჯახში, მით უფრო ადვილი იქნება კონტაქტი, ურთიერთობა და როგორმე გავლენის მოხდენა მათზე “, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

 

მისი აზრით, “თალიბან”-თან კონტაქტების დამყარება მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აუცილებელია გაერთიანება ” მოცემულ პრობლემებთან ერთიანი ბრძოლისთვის”.

 

პუტინს მიაჩნია, რომ აუცილებელია ერთიანებული ძალისხმევა “თალიბანის” ბოევიკების ლეგალიზაციისთვის. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მეთაურმა კომენტარი გააკეთა აშშ -ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებზე, რომ ახლა აუცილებელია ფოკუსირება ჩინეთთან ან რუსეთთან ბრძოლის გაგრძელებაზე. ”კარგად მომისმინეთ, ჯერ გაუმკლავდეთ მათ, ვისთანაც 20 წელი იბრძოდით და შემდეგ თქვით, რომ დაუპირისპირდებით რუსეთსა და ჩინეთს”, – თქვა პუტინმა. თალიბანის ლეგალიზაციის შესახებ მისი წინადადების მიუხედავად, მან ასევე გააკეთა განმარტებამ რომ აუცილებელია ტერორიზმთან საბრძოლველად ზუსტად გაერთიანება.

 

 

თამო თავხელიძე