ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ პუტინმა ბოდიში მოიხადა ლავროვის სიტყვებისთვის, რომ „ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა“ და „ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“. ამის შესახებ ბენეტის ოფისის ვებგვერდი იტყობინება.

 

ისრაეილის პრემიერმა ნაფთალი ბენეთიმ  მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის სიტყვებისთვის და მადლობა გადაუხადა მას პრეზიდენტის დამოკიდებულების გარკვევისთვის ებრაელი ხალხისადმი და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი. ოფისის ცნობით, ბენეტმა ასევე გადასცა პუტინს თხოვნა განეხილა სხვადასხვა ვარიანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციისთვის. ამის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ჰუმანიტარული დერეფნით მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის დაჭრილების ევაკუაციას დაუშვებს.

 

კრემლის პრესრელიზში ზარის შემდეგ არ იყო ნახსენები პუტინის ბოდიშის მოხდაზე. საუბარი იყო ბენეტისა და ისრაელის ხალხის დამოუკიდებლობის დღის მილოცვაზე, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციაზე.

 

„რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში  ნაცისტების მიერ სადამსჯელო ოპერაციების დროს ნაწამები 6 მილიონი ებრაელიდან 40 პროცენტი იყო სსრკ-ს მოქალაქე და სთხოვა ვეტერანებისთვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სურვილები გადაეცა. ნაფტალი ბენეტმა თავის მხრივ აღნიშნა წითელი არმიის გადამწყვეტი წვლილი ნაციზმზე გამარჯვებაში“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

 

ისრაელსა და რუსეთს შორის „ანტისემიტური“ სკანდალი დაიწყო იმით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის ომის შესახებ ინტერვიუ მისცა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ს. კერძოდ, მას ჰკითხეს, თუ როგორ უკავშირდება მოსკოვის განცხადებები უკრაინის „ნაციფიკაციის“ და კიევის „ნაცისტური“ რეჟიმის ფაქტს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ებრაელია. ამაზე ლავროვმა უპასუხა: „ის წინა პლამზე წევს არგუმენტს: როგორი ნაციზმი შეიძლება ჰქონდეთ, თუ ის ებრაელია? შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მეტად მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი,  თავად ებრაელები არიან ” თითო ოჯახს ჰყავს თითო მახინჯი”, როგორც ჩვენთან იტყვიან”…ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ლავროვის სიტყვები “უპატიებელი, აღმაშფოთებელი და უხეში ისტორიული შეცდომაა” და რომ ისრაელი ლავროვისგან ბოდიშს ელოდება.

 

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ბოდიში არ მოიხადა: სამაგიეროდ, მისმა დეპარტამენტმა ისრაელი უკრაინაში „ნაცისტების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. „ისრაელის საზოგადოებისთვის ეს ხარის წითელი ნაჭრის მსგავსია“. პოლიტოლოგი ზეევ ხანინი – ლავროვის სკანდალური სიტყვების შესახებ ჰიტლერისა და ებრაელების შესახებ.