ნუგზარ წიკლაური: “პუტინის უახლოესი მოკავშირე და საქართველოში დესტაბილიზაციის წყარო”

“პუტინის უახლოესი მოკავშირე და საქართველოში დესტაბილიზაციის წყარო” – ეს თავისუფალი სამყაროს ყველაზე მძიმე ვერდიქტია ივანიშვილის მთავრობისთვის.
ამ შეფასების შემდეგ ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოექცა და მომავლის პერსპექტივა დაკარგა.

პუტინის მოკავშირეს არ აქვს მომავალი და დღეს ბიძინა ივანიშვილი თავისუფალი საქართველოს და ქართველი ხალხის შემზარავ წყევლად იქცა.

ამ კაცს აღარ აქვს არჩევანი კარგსა და ცუდს შორის – მისი არჩევანი ახლა მხოლოდ ტერორი, დიქტატურის მარწუხები, ძალადობა, პრესის შეზღუდვა, ციხეებში ხალხის დამწყვდევა და დემოკრატიის მკვლელობაა.
პუტინის მოკავშირეებმა იციან, რომ ხელისუფლების დაკარგვა მათთვის პოლიტიკურ და მორალურ სიკვდილს მოასწავებს.

მაგრამ ჩვენც, ქართველ ხალხსაც, არ გვაქვს არჩევანი, რადგან ქვეყანას ვკარგავთ, ათწლეულების ბრძოლის და თავგანწირვის ნაყოფს – ჩვენს თავისუფლებას ვკარგავთ. რუსული მეხუთე კოლონა ეპატრონება საქართველოს იმ ულმობლობით, ასე ნაცნობი რომ არის ჩვენთვის.

თავისუფლებისთვის მებრძოლი კაცი დაუმარცხებელია და ათასჯერ უფრო დაუმარცხებელია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყანა.

2020-06-26T21:32:20+04:00ივნისი 26th, 2020|