რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმეში რუსეთის მონაწილეობის ვერსიას აბსურდულს უწოდებს.

“ყველა ეჭვი რუსეთის ხელისუფლების მიმართ, ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობის სავარაუდო მცდელობის შესახებ, აბსურდული და მცდარა”,- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.