რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მოსკოვში და განიხილოს ორმხრივი ურთიერთობები.

ამის შესახებ მან 22 აპრილს განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკასთან შეხვედრისას, რომელიც თავს ბელორუსის პრეზიდენტად მიიჩნევს,-ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ერთ-ერთმა რუსულმა არხმა გადმოსცა.

 

პუტინმა შეხვედრის მსვლელობისას განაცხადა, რომ “დონბასის პრობლემების განსახილველად”, უკრაინის ხელმძღვანელობა უნდა შეხვდენ “LPR” და “DPR” ლიდერებს და “მხოლოდ ამის შემდეგ განიხილონ იგი მესამე ქვეყნების წარმომადგენლებთან”.

 

კრემლის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ამ შემთხვევაში არის “მესამე ქვეყანა”.

 

”თუ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მივიღებთ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს”, – დასძინა პუტინმა.

 

 

 

თამო თავხელიძე