გამოცემა “გორდონი” პუტინის ყოველწლიური ხალისადმი მიმართვაში უკრაინის მისამართით ნათქვამ ფრაზებს ექსკლუზივის სახით გვთავაზობს. საქმე იმაშია, რომ საკმაოდ ვრცელი ტანის სახალხო მიმართვაში, მან მხოლოდ ერთხელ და ისიც მცირე დოზით გაიხსენა უკრაინა და თუ რა განუცხადა რუს ხალხს ამ საკითხთთან დაკავშირებით ქვემოთ მოგახსენებთ.

 

“ჩვენ ძალიან თავშეკავებულად ვიქცევით. შემიძლია ვთქვა – (ირონიის გარეშე ვიტყვი) – მოკრძალებულადაც კი. ჩვენ ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებზე, არამედ პირდაპირ უხეშობაზეც”,-აი, სულ ესსიტყვები გახლდათ პუტინის მიმართვიდან ამოღებული, რომელიც უკრაინას ეხებოდა.

 

 

ქვემოთ იხილეთ  მნიშვნელოვანი ამონარიდები პუტინის ვრცელი მიმართვიდან

 

 

 

***

“ახლა ჩვენთვის წინა პლანზე გადმოინაცავლა  ოჯახმა, მეგობრობამ, ურთიერთდახმარებამ, წყალობამ და სოლიდარობა. სულიერმა და ზნეობრივმა ღირებულებებმა, რომლებიც რიგ ქვეყნებში უკვე დავიწყებულია,ჩვენთან  პირიქით, გაძლიერებულია. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ და დავიცავთ ამ ღირებულებებს. ”

 

***

 

”რუსი ხალხის შენარჩუნება ჩვენი უმაღლესი ეროვნული პრიორიტეტია. ეს პრიორიტეტი განსაზღვრავს განახლებული კონსტიტუციის ყველა დებულებას.”

 

***

 

“ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას,  რომ 2030 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78 წელი იყოს. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები უიმედოა და  ჩვენ შემცირებასაც კი ვხედავთ.”

 

***

 

 

“არავინ ამბობს, რომ ფასებს [ბაზრებზე და მაღაზიებში] დირექტივით დავადგენთ. არ არის საჭირო ღობეზე ჩრდილის დადება და აქ ყველას შეშინება”.

 

***

 

“აამ დრომდე თვალ-ყურს ვადევნებ  სასკოლო სახელმძღვანელოებს და გაოცებული ვუყურებ იქ დაწერილს… თითქოს ჩვენზე არაა. ვინ წერს, ვინ ბეჭდავს და გაყიდვაში უშვებს ასეთ სახელმძღვანელოებს? საოცარია! იქ ყველაფერი წერია: მეორე ფრონტის შესახებ … მხოლოდ ბრძოლის შესახებ სტალინგრადის შესახებ არაფერია ნათქვამი….ასეთებიც ხდება…”

 

***

”რუსეთი მისასალმებელი ქვეყანაა და მისი კარები ყოველთვის ღიაა ნამდვილი მეგობრებისთვის!”

 

***

 

”რუსეთს აქვს საკუთარი ინტერესები, რა თქმა უნდა, არსებობს, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. […] და თუ ვინმე უარს იტყვის გაიგოს ეს აშკარა რამ, არ სურს დიალოგის წარმოება, ირჩევს ეგოისტურ და ამპარტავნულ ტონს – რუსეთი ყოველთვის იპოვის გზას საკუთარი პოზიციის დასაცავად. ”

”როგორც ჩანს, ტყუილად არ არის ის, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები ჯიუტად უარყოფენ უამრავ რუსულ წინადადებას საერთაშორისო დიალოგის დამყარების შესახებ ინფორმაციისა და კიბერ უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ ეს ბევრჯერ შემოგთავაზეთ – ბევრი, ამ საკითხის განხილვასაც კი ერიდება”.

 

***

 

”[დასავლეთის] არამეგობრული ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ ასევე არ წყდება!  ისინი უმიზეზოდ ეკიდებიან რუსეთს აქეთ-იქიდან! ”

“ჩვენ ძალიან თავშეკავებულად ვიქცევით. შემიძლია ვთქვა – (ირონიის გარეშე ვიტყვი) – მოკრძალებულადაც კი. ჩვენ ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებზე, არამედ პირდაპირ უხეშობაზეც”.

 

***

 

ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობა გვქონდეს საერთაშორისო კომუნიკაციის ყველა მონაწილესთან. ”

”თუ ვინმე აღიქვამს ჩვენს კეთილ ზრახვებს, როგორც გულგრილობას ან სისუსტეს, და თავად აპირებს ამ ხიდების საბოლოოდ დაწვას ან აფეთქებას, მან უნდა იცოდეს: რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი”.

”ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს, ინანებენ იმას, რაც მათ გააკეთეს ისე, როგორც არასდროს უნანიათ დიდი ხნის განმავლობაში. მე უბრალოდ უნდა მეთქვა ამის შესახებ.”

”იმედი მაქვს, რომ ვერავინ იფიქრებს რუსეთის მიმართ ე.წ. წითელი ხაზის გადალახვაზე. და სად იქნება ეს – თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში თავად განვსაზღვრავთ”.

”სწორედ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ვამყარებთ კავშირებს მსოფლიოს აბსოლუტურ უმრავლესობასთან”.

 

 

 

თამო თავხელიძე