ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოუწოდა ნატოს ქვეყნებს, გაზარდონ ინვესტიციები თავდაცვის სექტორში, რათა თავიდან აიცილონ რუსული საფრთხე. ამის შესახებ ნაუსედამ თქვა ბუქარესტის ცხრა დისტანციური შეხვედრის დროს, იუწყება RuBaltic.

ლიტვის ლიდერის თქმით: რუსეთის ფედერაციამ, “უპრეცედენტო შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვარზე მობილიზებით, მხოლოდ დაადასტურა, რომ არ აპირებს აგრესიული ქცევის მიტოვებას და საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”.

”რუსეთი გრძელვადიან სერიოზულ საფრთხედ რჩება ნატოსთვის”, -განმარტა ლიტვის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ალიანსი ”შეძლებს რეაგირება გამოწვევებზე” მხოლოდ ერთსულოვნებით, სოლიდარობით და გადამწყვეტი მოქმედებით.

ნაუსედას თანახმად, ”რუსეთისთვის მზარდი სამხედრო საფრთხე შეიძლება განეიტრალდეს ნატოს საკმარისი თავდაცვით ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის ქვეყნებმა უნდა განაგრძონ თავდაცვის სფეროში თანმიმდევრული ინვესტიციების განხორციელება.

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განმარტა, რომ: პუტინი არის “მკვლელი” და ასევე “მკვლელი” არის მთელი სისტემა, რომელიც მან ააშენა რუსეთში.

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე