“პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა “მთავარი არხის” ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა წინა ჯერზე საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგა.

“პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას. პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ საქართველოში. საბოლოოდ, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ამ შეთანხმების თანახმად მხარეებმა დადეს პირობა, რომ არ იქნება ჩარევა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, ამ პირობას არ აქვს რაიმე კონკრეტულო ვადა” , – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

2020-08-01T00:25:28+04:00აგვისტო 1st, 2020|