პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, ბელორუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, არალეგალური მიგრაციის სიტუაციის გამო.

 

ამის შესახებ Gazeta Wyborcza იუწყება. პოდლიაშსკისა და ლუბელსკის  რეგიონებში, საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში საგანგებო მდგომარეობა ბოლოს 1989 წელს გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ იქ მყოფი ტერიტორიების მაცხოვრებლების გარდა არავის აქვს უფლება იქ იმყოფებოდეს (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ეხმარებიან ლტოლვილებს და ჟურნალისტებს).

უფრო მეტიც, საგანგებო მდგომარეობის ხანგრძლივობის განმავლობაში შეიძლება დაინერგოს მედიის ცენზურა, ამანათების შიგთავსის კონტროლი, წერილები და ფულადი გზავნილები, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების შინაარსი, ან ტელეკომუნიკაციის ქსელში გადაცემული სიგნალები.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2021 წლის ივლისის დასაწყისში ლიტვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბელორუსიდან მიგრანტების შემოდინების გამო.

 

 

 

 

თამო თავხელიძე