დიდი სკანდალი ხელისუფლებაში – ტვ პირველის ინფორმაციით, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან კონფლიქტის გამო მიიღო. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

კონფლიქტის მიზეზი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე განსხვავებული მოსაზრებები გახდა.
ოპოზიციაში აცხადევებ, რომ ელჩს უკვე აღარ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, ევროკავშირში საკუთარი მისია განეხორციელებინა და საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებისთვის ხელი შეეწყო.

 

newposts.ge/