კრიზისი, რომელშიც აღმოვჩნდით ახლა ჯანდაცვის კრიზისი გვგონია (არის კიდეც), ცოტა ხანში გვეგონება ეკონომიკური და სოციალური (იქნება კიდევ, სამწუხაროდ), მაგრამ არსებითად ეს არის და იქნება პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი კრიზისი.

მხოლოდ პოლიტიკური უმწიფრობის ნიშანი იქნება იმის წარმოდგენა, თითქოს მთავრობა დაჯდება ექსპერტებთან ერთად, დადებს გეგმას, აღასრულებს მას და გამოვალთ კრიზისიდან.

კრიზისიდან გამოსვლის ყველა გეგმა, ფურცელზე ყველაზე საუკეთესოც კი, განწირულია წარუმატებლობისთვის პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი ლ ე გ ი ტ ი მ ა ც ი ი ს გარეშე.

ძალიან გამიხარდა, რომ მთავრობამ ჭკვიან ხალხს დაუძახა რჩევისთვის (მაგალითდ, Aleksi Aleksishvili-ს), მაგრამ პ ო ლ ი ტ ი კუ რ ლ ე გ ი ტ ი მ ა ც ი ა ს არ ქმნიან ეკონომისტები, ეპიდემიოლოგები ან სტატისტიკოსები (ყველას დიდი მადლობა რჩევებისა და ექსპერტიზისთვის).

პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ლ ე გ ი ტ ი მ ა ც ი ა ს პოლიტიკური პროცესი ქმნის, პოლიტიკურ პროცესს კი – პოლიტიკური სიმწიფე.