თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის რეანიმაციაში ექვსი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

რატიანის თქმით, გაუმჯობესებულია დაინფიცირებული ექიმის მდგომარეობაც.

“რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობენ, რეანიმაციაში გვყავს ექვსი პაციენტი, აქედან სამი არის ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე, აქედან ორი არის ქალბატონი. ერთი 62 წლის, რომლის ანამნეზი ყველასთვის ცნობილია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

რაც შეეხება  80 წლის ქალბატონს, რომელიც მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, შეესაბამება გადატანილი დაავადების სიმპტომებს. გითხარით, რომ გვყავდა მძიმე პაციენტი 42 წლის. მერვე, მეცხრე დღე ამ დაავადებისთვის წარმოადგენს ყველაზე მძიმე პერიოდს.

რაც შეეხება ექიმის მდგომარეობას, ექიმი, რომელიც არის ქალბატონი, მისი მდგომარეობა დღეის მონაცემებით მკვეთრად გაუმჯობესებულია,” – განაცხადა ლევან რატიანმა.