ფინანსთა მინისტრი: სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ.

სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება, ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეთავაზებას ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

„ოდნავ მაინც, წარმოდგენა თუ აქვს ვინმეს, რასთან არის დაკავშირებული ამ თანხების მოზიდვა, მაშინ სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვიცი, რამდენსაც მეტს ჩაერევა, შანსია, მეტი დავკარგოთ, ამიტომ გვაცადონ. ჯობია, ჩვენ საქმეს მივხედოთ, მათ კი, პოპულიზმი გააგრძელონ, ეს მათი საქმეა. ჩვენ კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც გვაქვს, თანხების მოზიდვის გეგმაც და ეკონომიკის შემდგომი სტიმულირების გეგმაც, რომლის ნაწილიც საზოგადოებამ იცის და ნაწილს უახლოეს დღებში გავაცნობთ. შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის მთავარი მიზანი,“- განაცხადა მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში სატელეფონი ჩართვისას.

სააკაშვილის განცხადებით, ის მზადაა, აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოების და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

2020-04-20T19:11:32+04:00აპრილი 20th, 2020|