4 ივლისს დილით, ფილიპინების სამხრეთ ნაწილში  სამხედრო საჰაერო Lockheed C-130 Hercules თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ფილიპინების არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა სირილიტო სობეჯანამ გამოაცხადა Inquirer– ის კომენტარში.

ავიაკატასტროფა მოხდა კუნძულ ჰოლოზე, სუულის პროვინციაში. გენერლის თქმით, ბორტზე 85 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ ზოგიერთ მედიასაშუალებას სხვადასხვა რიცხვი მოჰყავს და მიუთითებს, რომ იქ 92 ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. მინიმუმ 17 ადამიანი დაიღუპა.

რაპლერის თანახმად, თვითმფრინავმა ვერ შეძლო ასაფრენ ბილიკზე დაშვება. გამოცემის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა სულ მცირე 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი. ჟურნალისტების თქმით, ახლა 40-მდე ადამიანია გადარჩენილი. ისინი გადაიყვანეს ქალაქ ბუსბუსის სამხედრო ჰოსპიტალში და ავარიის ადგილზე, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

თვითმფრინავს  კუნძულზე ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეები მიჰყავდა. სამხრეთ ფილიპინებში შეიარაღებული ჯგუფები მოქმედებენ, მათ შორისაა ისლამისტური დაჯგუფება აბუ საიაფი, რომელმაც ფიცი დადო ისლამური სახელმწიფოს მიმართ და გამოსასყიდი თანხის მისაღებად, ადამიანებს იტაცებს.

 

 

 

 

აღსანიშნავია, რომ Lockheed C-130 Hercules საშუალო და შორ მანძილზე ხილვადობის თვითმფრინავი  ამერიკაში შეიქმნა. ისინი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს შორის იმყოფებიან.

ეს არის მეორე ავიაკატასტროფა ფილიპინებში ერთი თვის მანძილზე. ივნისის ბოლოს ასევე ჩამოვარდა სამხედრო ვერტმფრენი S-70i Black Hawk-ი, რომლის ბორტზე მყოფი ექვისვე ადამიანი დაიღუპა. ავარიის მიზეზების გამოძიების დაწყებამდე, ფილიპინების ხელისუფლებამ აკრძალა კიდევ 15 ვერტმფრენი, რომლებიც შეძენილი იყო S-70i Black Hawk- თან ერთად 2019 წელს.

 

 

 

თამო თავხელიძე