აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ „არსებითი“ მზადყოფნის დონე გამოაცხადა კორონავირუსისგან დასაცავად. ეს უცხოეთში მათი ობიექტებიდან შესაძლო ევაკუაციას გულისხმობს.

 

„დღეს მინისტრმა გამოსცა განკარგულება თავდაცვის „С – Charlie“ დონის შესახებ სამინისტროს ყველა ობიექტზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამინისტრო ყველა ზომას მიიღებს ჩვენი სამხედროების, სამოქალაქო პირების და მათი ოჯახის წევრების კეთილდღეობისთვის,  ასევე ჩვენი ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

“С” დონე სამხედროების და სხვა თანამშრომლების ნაწილის დისტანციურ რეჟიმზე გაყვანას გულისხმობს. იმავე დონეზე არ გამორიცხავენ ამერიკელების ევაკუაციას სამშობლოში.