პარლამენტი სრულად გადმოვა ამ ქალაქში, ის გახდება საქართველოს პოლიტიკური ცენტრი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, ამ ქალაქს უკვე მოუტანეს გარდამტეხი ცვლილებები, საქართველოს პარლამენტის გადმოტანა და აეროპორტის ამოქმედება ქუთაისში სწორედ ჩვენი პარტიის წევრების ინიციატივა იყო. სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლებამ წაართვა ამ ქალაქს იმედი და პერსპექტივა, თუმცა ეს შეიცვლება და „ევროპული საქართველო“ კვლავ მოიტანს ამ ქალაქში გარდამტეხ ცვლილებებს. პარლამენტი სრულად გადმოვა ამ ქალაქში, ის გახდება საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. ქუთაისის აეროპორტი სრულფასოვნად ამუშავდება და წლის ბოლოს, ქუთაისი მიიღებს მილიონზე მეტ ტურისტს. ასევე, აეროპორტს დაემატება სატვირთო ტერმინალი, რათა სრულად იყოს გამოყენებული ამ ქალაქის საექსპორტო პოტენციალი. ქუთაისი იქნება ქალაქი, რომელიც არ იქნება ჩაფლული ნეპოტიზმსა და კორუფციაში. ამ ქალაქს მიეცემა რეალური თვითმართველობა. ეს არის გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც მოიტანს „ევროპული საქართველო“ და ამ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

2020-09-13T09:17:41+04:00სექტემბერი 13th, 2020|