პარიზში, სამმა მამაკაცმა  Bulgari -ს საიუველირიო ბუტიკი გაძარცვეს და  დაახლოებით 10 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები გაიტაცეს,- იუწყება CNN-ი.

 

ცნობილია, რომ დამნაშავეები შეიარაღებულები იყვნენ.

 

ძარცვის შემდეგ მამაკაცები მანქანით გაიქცნენ, ხოლო მათი ოთხი თანამზრახველი სკუტერებით. პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მანქანას, რის გამოც ქურდებმა მანქანა გააჩერეს.

 

შედეგად, სამი მძარცველი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ პარიზში საიუველირო მაღაზიები ბოლო თვეების განმავლობაში შეიარაღებული ძარცვის სერიას ექვემდებარებოდნენ. ”ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Place Vendôme ხდება ბოროტმოქმედების  სამიზნე, მაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ პისტოლეტებით შეიარაღებული ადამიანების მიერ ჩადენილი ძარცვა, მათ დიდი კალიბრის მქონე იარაღები გამოიყენეს, თუმცა ასეთი რისკები იშვიათია, ”-დასძინა პოლიციელმა.

 

ბულგარი არის იტალიური ძვირფასეულობის კომპანია, რომლის მფლობელია ბერნარ არნო  და ლუი ვიტონ მოეთ ჰენესი (LVMH).

 

 

 

თამო თავხელიძე