პარიზი-თბილისის რეისით საქართველოში 160-მდე მგზავრი ჩამოიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ყველა მათგანი საირმესა და თელავში მდებარე საკარანტინე ზონებში ესკორტის თანხლებით გადაიყვანეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველა მათგანს ეპიდემიოლოგები შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

„თქვენთვის ცნობილია, რომ საფრანგეთიდან შემოსული მგზავრები უკვე რამდენიმე დღეა კარანტინში გადადიან. მათ ჩაუტარდება გამოკვლევა ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან და შესაბამისი კვლევები გაუკეთდებათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.