“პანდემია და ქაოსი” – ბრაზილია საპროტესტო აქციებმა მოიცვა

20 აპრილს  ასობით ადამიანის პროტესტმა მოიცვა ბრაზილიის დიდი ქალაქების ქუჩები. მომიტინგეები გმობდნენ პანდემიის გამო გუბერნატორების მიერ შემოღებულ ჩაკეტვის ზომებს.

გუბერნატორებმა რეგიონებში ბიზნესის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც პროტესტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი გახდა. მომიტინგეები ძირითადათ არიან პრეზიდენტ ბოლსონაროს მომხრეები, რომელიც სოციალური დისტანცირების გაგრძელების წინააღმდეგები არიან.

მსუბუქი და სატვირთო  მანქანებით, მოტოციკლეტებით, საყვირებით, ქვეყნის დროშებში გახვეულმა მომიტინგეებმა მოიცვეს სან პაულო, რიო და ჟანეირო და სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები.

”რა თქმა უნდა,ჯანმრთელობა  უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი სხვა, მაგრამ გადაწყვეტილება დღესვე უნდა მივიღოთ, რადგან არ ვიცით ხვალ რამდენ ადამიანს მოუწევს საკუთარი მშიერი შვილების ხილვა”.  ჩვენ  გვაქვს პანდემია, რომელის ნიშნულიც უკვე მაღალია, ან გვაქვს პანდემია და ქაოსი ერთად ”, – თქვა ანდერსონ მორაესმა, სახელმწიფო კანონმდებელმა, რომელმაც რიოს მაცხოვრებლებს მოუწოდა შეერთებოდნენ აქციას.

პრეზიდენტ ბონსონაროს თქმით პოლიტიკოსებმა, მათ შორის მის მიერ განთავისუფლებულმა, უკვე ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ლუის ენრიკე მანდეტამ, რომელიც იყო სოცალური დისტანცირების მთავარი მხარდამჭერი საზოგადოებაში შიში დათესეს

”ხალხს სურს ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა Facebook Live ხდომაზე, სანამ შეხვდებოდა მხარდამჭერების მცირე გულშემატკივარს, რომლებიც შეიკრიბნენ Planalto- ს საპრეზიდენტო სასახლის წინ.

ბრაზილიას ყველაზე მეტი დადასტურებული COVID-19 შემთხვევები აქვს ლათინური ამერიკაში – 36,500-ზე მეტი – აქიდან  მინიმუმ 2,347 დაიღუპა. ეს შედარებით დაბალი რიცხვია ქვეყნის მოსახლეობასთან, 211 მილიონ ადამიანთან შედარებით, მაგრამ გავრცელების პიკი ჯერ არ დამდგარა, სპეციალისტები მას მაისში ელოდებიან.

 

წყარო: ალჯაზირა

 

 

 

2020-04-20T16:16:44+04:00აპრილი 20th, 2020|