„ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს“,- ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგროც იგი ამბობს, ტენდერებსაც თბილისში, ზუსტად იგივე ადამიანები იგებენ, ვინც ადრე.

„ამის დასტურია ისიც, რომ სწორედ, „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფის შემდეგ დაუბრუნეს, „ევროპული საქართველოს“ ფრთას ფული, ბიზნესი, პრაქტიკულად ყველაფერი…

ამას გარდა, „ქართული ოცნება“ ხომ გვპირდებოდა ბიზნესის ხელშეწყობას და არის რამე განხორციელებული?! ვინმეს ახალი ბიზნესმენი გაგიგიათ ამ ქვეყანაში?

ახლაც ზუსტად ისინი არიან, ზუსტად ის ბიზნესებია, რომელიც ადრე, სააკაშვილის ხელისუფლების ფრთის ქვეშ იყო!

ტენდერებსაც თბილისში, ზუსტად იგივე ადამიანები იგებენ, ვინც ადრე. ამ შემთხვევაში ძირითადად „ევროპილი საქართველოს“ ფრთა. ეს ყველამ იცის სახელებით და გვარებით.

მოკლედ, ეს ის ორი ძალაა, რომელიც ერთმანეთის დაბალანსებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბინავებას, ხალხის სასიკეთოდ კი, არცერთი არაფრის გამკეთებელი არაა“,- ამბობს დავით ჭიჭინაძე.

 

წყარო