“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ოთო კახიძის თქმით, პარტიის მთავარი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და არა ვინმეს გაპრემიერებაზე საუბარი. მისი აზრით, მომავალ პრემიერმინისტრს,
ოლიგარქის დამარცხების შემდეგ, კოალიციური ხელისუფლება აირჩევს.

მომავალი პრემიერმინისტრი იქნება კომპრომისული ფიგურა, რომელიც მისაღები იქნება არა ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის, არამედ მრავალფეროვანი კოალიციისთვის. ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ ივანიშვილის დამარცხებაზე, – ამბობს კახიძე.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ყოფილი თანაგუნდელები: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან, მათ შორის, არც პრემიერმინისტრად.

ბაქრაძის ამ განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებაც მოჰყვა – თქვა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი მიზანი და გზავნილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს და არა პირადი ამბიციები. დეკანოიძის თქმითვე, დავით ბაქრაძის მხრიდან ენმ-ზე თავდასხმა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

 

წყარო