ოსკარმა ახალი რეგულაციები მიიღო, რომლებიც უმცირესობების ჩართულობას მოითხოვს

ამერიკის კინოაკადემიამ ახალი რეგულაციები მიიღო, რომლებიც 2024 წელს, რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე შევა ძალაში.

ახალი რეგულაციების თანახმად, მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის კატეგორიაში მინიმუმ ერთი მსახიობი უნდა იყოს შემდეგი ეთნიკური ჯგუფიდან:

აზიური წარმოშობის

ლათინოამერიკული წარმოშობის

შავკანიანი

ალიასკის ძირძველი მოსახლე

ამერიკის ძირძველი მოსახლე

ახლოაღმოსავლური/ჩრდილოაფრიკული წარმოშობის

ჰავაისა და სხვა წყნარი ოკეანის კუნძულებზე მოსახლე

სხვა რასებისა და მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები

გარდა ამისა, ფილმის სრული სამსახიობო შემადგენლობის(მესამეხარისხოვანი როლის შემსრულებლები და სტატისტებიც) 30% უნდა იყვნენ ქალები, LGBTQ ადამიანები, კოგნიტური და ფიზიკური ნაკლების მქონე პირები, სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირები.

ახალი რეგულაციები არ შეეხება 2021 წლის დაჯილდოებას, მაგრამ ეტაპობრივად შემოვა 2022-2024 წლებში.

2020-09-10T09:46:34+04:00სექტემბერი 10th, 2020|