ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალება შეთანხმების ნაწილი არ იყო

ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალება შეთანხმების ნაწილი არ იყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი „რუსთავი 2“-ის ეთერში აცხადებს.

„ხელს ვდებ ყველა იმ სიწმინდეზე, რაც საქართველოში არის, შეთანხმებაში ასეთი რამ არ ყოფილა.

შევწყვიტოთ, იმ მომლაპარაკებლების ბულინგი, რომ ისინი თითქოს რაღაცას შეუთანხმდნენ ვიღაცას, ვგულისხმობ ბატონ არჩილს და ბატონ ირაკლის.

შეთანხმება იმ მაგიდაზე, სადაც ეს ორი ადამიანი არ ყოფილა, საუბარი ალბათ იყო, ვის რა სურს. რაკი შემდეგ ეს შეთანხმების ნაწილი არ იყო, მიუხედავად ამისა, გაგრძელდა მოთხოვნა, რომ დეპოლარიზაცია უკეთესია ქვეყნისთვის, რომ ესენი გარეთ გამოვიდნენ“, – ამბობს წულუკიანი.