ოპოზიციის წარმომადგენლები ბევრ ისეთ რამეს ამბობენ, რაც ვერც კი წარმოედგინათ ადრე თუ იტყოდნენ

მდინარაძის თქმით, სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აქამდე ყველაფერს ტყუილს ამბობდა.

„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება, რომ აღიარებების სერია გრძელდება და „შეგპირდით”, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ისე არიან აჭრილები, რომ ბევრ ისეთ რამეს ამბობენ, რაც ვერც კი წარმოედგინათ ადრე თუ იტყოდნენ და აღიარებების მთელი სერია იყო. რამდენიმე წუთის წინ ამ აღიარებებს დაემატა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი აღიარება – პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ ბოდიში 8 წლის შემდეგ? ამ ადამიანმა განაცხადა, რომ ახლა დადგა სიმართლის თქმის მომენტი, ანუ მანვე დაადასტურა, რომ აქამდე ყველაფერს ტყუილს ამბობდა. ეს არ არის ჩვენი ნათქვამი, ეს არის მისი ნათქვამი”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, თუ რატომ მოუხადა ქართველ ხალხს ბოდიში. როგორც სააკაშვილმა განმარტა, „ახლა დგება სიმართლის მომენტი“.

„დგება მომენტი, როცა საქართველო გადასარჩენია. ყველამ ყველა კარტი უნდა გავხსნათ, ყველაფერზე ღიად ვისაუბროთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც გადამწყვეტი იქნება საქართველოს, როგორც ქვეყნის არსებობისთვის და ყოფნა-არყოფნისთვის. რეალურად, წყდება ბედი, გვექნება თუ არა სამშობლო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

2020-09-13T09:08:22+04:00სექტემბერი 13th, 2020|