ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა მართებს საკუთარი ამომრჩევლის მიმართ

ლეგიტიმური შეკითხვები მიჩნდება დღევანდელ შეთანხმებასთან დაკავშირებით. 20 ივნისს ბევრი მოქალაქის სისხლი დაიღვარა და დაიდო ს რ უ ლ ა დ პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება, რაც, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის მორიგი “ტრიუკი”, რაც შემდეგ საკუთარ ტყავზე, literally, ბევრმა ჩვენგანმა გამოვცადეთ. დღითიდღე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც უთვალთვალებენ, აპატიმრებენ, თავს ესხმიან და ა.შ. განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის გამო. სახელმწიფო უზურპირებულია კრემლის მიერ, რადგან მხოლოდ რუსული მმართველობის პირობებში შეიძლება ბესიკ თამლიანი, ბაჩო ახალაია, რომა შამათავა და სხვა მათნაირი ვაჟკაცები ისხდნენ დღეს ციხეში სამშობლოს სიყვარულისა და მტრისგან კბილებით დაცვისთვის. ალბათ დესტრუქციული ვეგონები ბევრს, მაგრამ რატომ არ მოითხოვეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა ზუსტად ის, რისთვისაც ჩვენი, მოქალაქეების სისხლი დაიღვარა? არ გვეკუთვნის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა? საწყენია, სულ მცირე… და ძალიან გაუგებარი პირადად ჩემთვის. მოქალაქეები იბრძვიან, როგორც შეუძლიათ იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ხალხის სასარგებლოდ. კარგია, რომ რაღაც ცვლილებაზე შეთანხმდით, თუმცა ცუდია, რომ დათანხმდით იმაზე ნაკლებს, ვიდრე რეალურად მოქალაქეების ძალისხმევით და სისხლით იყო მოპოვებული. ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა მართებს საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. გაიხედეთ ხოლმე ჰალსტუხებს იქით. გმადლობთ.

წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე სამოქალაქო აქტივისტი ლინა დოლიძე.

2020-03-08T23:37:11+04:00მარტი 8th, 2020|