ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია პოლიტიკაში მოდის. ის “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში.

“პრაიმტაიმი” სპორტსმენს დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა.

– შემოთავაზება იყო ჩემი მეგობრებისგან, პარტიამ “პროგრესი და თავისუფლება” შემომთავაზა პოლიტიკაში წასვლა და მეც დავთანხმდი, რადგან ჩვენი აზრები ემთხვევა. ეს წინადადება კახა ოქრიაშვილისგან და დილარ ხაბულიანისგან მივიღე.

– რას პირდებით გურიის მოსახლეობას, პირველ რიგში რა პრობლემას მოაგვარებთ?

– შეპირებები და წარდგენა ჯერ არ გამიკეთებია, ამიტომ ახლა თავს შევიკავებ.

– აქამდე არ გქონიათ შემოთავაზება პოლიტიკაში წასვლაზე?

– აქამდეც მქონდა შემოთავაზება პოლიტიკაში მოსვლაზე, როგორც “ნაციონალური მოძრაობისგან”, ასევე “ქართული ოცნებისგან”, მაგრამ უარს ვამბობდი პოლიტიკაზე. ამჯერად კი იმიტომ დავთანხმდი ამ წინადადებას, ჩვენი მიდგომები ემთხვევა ერთმანეთს.

როგორც წარმოგვიდგენია სახელმწიფოში სტრუქტურების მუშაობა, განვითარება და ახალგაზრდების ცხოვრება, ეს აზრები თანხვედრაშია, ამიტომაც დავთანხმდი.