ოკუპირებული აფხაზეთიდან COVID-19 -ის სიმპტომებით პაციენტი გადმოიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოს მკვიდრი, 50 წლის ქალი კორონავირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს.

ის, რუსეთში იმყოფებოდა და აფხაზეთის გავლით, ზუგდიდში ბრუნდებოდა.

55 წლის ქალს სასწრაფო სამედიცინო მანქანები და საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები ფახულანის ე.წ.გამშვებ პუნქტზე დახვდნენ და ის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაციენტი  უკვე მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის, სტაბილურია

2020-03-30T12:27:21+04:00მარტი 30th, 2020|