გვექნება უდიდესი მსხვერპლი გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ, ეს თუ არ გავითავსიეთცოტახანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ხალხო, ნუ გავაკთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყაროთ ეს ყველაფერი, არ შეიძლება ასე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათაშორის, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება, ხომ ხედავთ, სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში.

გავიგოთ და გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტახანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ ყველამ.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ, ხალხნო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით, გევექნება უდიდესი მსხვერპლი და ვეღარ დავითვლით კუბოებს. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ.

მას შემდეგ რაც ზურას ამბავი გავიგე სულ მინდა ხმამაღლა ვთქვა,რომ ის ჩემი ახლობელიც იყო.წესიერებით გამორჩეული ოჯახის შვილი…

Geplaatst door Eka Kherkheulidze op Woensdag 15 april 2020