ნიუ-იორკში აფთიაქებს ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების ჩატარების ნებართვა მიეცა.

BBC-ის ცნობით, ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ თავად განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით 5,000 აფთიაქი ტესტირების ჩატარების ნებართვას მიიღებს, ჯამურად კი დღეში 40 ათასამდე ტესტი ჩატარდება.

როგორც შტატების ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ხელს შეუწყობს კორონავირუსის დროულად გამოვლენას და მისი გავრცელების შეჩერებას.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მისი განცხადებით, კორონავირუსზე ყოველდღიური პრესკონფერენციების გამართვა უაზროდ დროის ხარჯვაა და უმჯობესია, ეს დრო საქმის კეთებას დაუთმონ.