მანქანით გადაადგილება აკრძალულია და ასობით მილიონის მოპარვაში მხილებული ფარცხალაძე, ავტომანქანით, გვერდით მჯდომ ზონდერთან ერთად როგორ გადაადგილდება შუაგულ თბილისში?
რომელიმე მინისტრი გადაჰყავდა სარდაფში, თუ რა საქმეზე მიდიოდა?
ვინ არის ფარცხალაძე, რომ 200 000-იანი მანქანით, საგანგებო მდგომარეობის დროს ასე დემონსტრაციულად და უდიერად ექცევა მოსახლეობას? ვინ არის პასუხისმგებელი მის საქციელზე?
დღეს სახელმწიფო არის იავარქმნილი, არ ვიცი, ვიღას ვენდო. ქალბატონმა მარინა ეზუგბაიამ ნაცარი შემოგვაყარა, ინფიცირებულთა რაოდენობა იმიტომ გაიზარდა, რომ აგრესიული ტესტირება ჩავატარეთ და ამიერიდან აღარ ჩავატარებთო. ეს ნორმალურია?
ქართულ ოცნებას მივმართავ – მოდით, ექიმებს მაინც შეეშვით; და მივმართავ ექიმებს – როდესაც ტაში დაგიკარით, ერთი ისტორია გამახსენდა:
ერთ-ერთი ძალიან კარგი ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე, მოგეხსენებათ შეუდარებელი იყო პენალტების დარტყმაში, საშტატო პენალტისტი იყო.
ერთ-ერთი მატჩის დროს, დაინიშნა თეტრთმეტმეტრიანი, გამოვიდა ჩელებაძე. მოემზადა. მთელი სტადიონი სკანდირებდა – „ჩელე“, „ჩელე“ , “ ჩელე” !!! დაარტყა ჩელებაძემ და… აიღო მეკარემ.
იგივე სტადიონი, რომელიც 20 წამის წინ სკანდირებდა – ‘ჩელე”, ჩელე” ჩელე” ოვაციებით, ტაშით, 20 წამის შემდეგ დედას აგინებდა, ჩელე შენი ისა, ჩელე შენი ესა…
გაითვალისწინეთ ჩელებაძის მაგალითი, ძვირფასო ექიმებო, ქართველი ერის ემოციურობაც – ხშირად, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია.

მანქანით გადაადგილება აკრძალულია და ასობით მილიონის მოპარვაში მხილებული ფარცხალაძე, ავტომანქანით, გვერდით მჯდომ…

Geplaatst door Nika Melia op Zaterdag 25 april 2020