ნიღბის ტარება დაგვჭირდება კარგახანს და ამას უნდა შევეჩვიოთ! – ამირან გამყრელიძე

იღბის ტარება დაგვჭირდება, შესაძლებელია, კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, არ იქნება აუცილებელი, რომ მოსახლეობამ მაინცდამაინც სამედიცინო ნიღბები ატაროს.

ეს იქნება სოციალური ნიღაბი, რომლის შეკერვა სახლის პირობებშიც იქნება შესაძლებელი.

„ნიღბის ტარება დაგვჭირდება, შესაძლებელია, კარგახანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ.

ხაზს ვუსვამ, ეს არ იქნება აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი, ახლა სოციალური ნიღაბი დაერქვა. ხშირად სახლშიც შეიძლება შეკეროთ ასეთი ნიღაბი. თუ არა – არის მარლის ნიღბები.

როცა ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, არ იყო სამფენიანიდა ოთხფენიანი ნიღბები, რომელზედაც ერთი ამბავია. მშვენივრად ვიყენებდით საოპერაციოებსა,თუ სამედიცინო დაწესებულებებში მარლის ნიღბებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

წყარო: პრაიმტაიმი

2020-04-22T22:28:10+04:00აპრილი 22nd, 2020|