ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მორწმუნეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან რწმენამ დაიცვა. ამ მოსაზრებას 38% არ ეთანხმება.

ამასთან, მართლმადიდებლების მხოლოდ 10-მა პროცენტმა განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 30 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, ხოლო 22% ფიქრობს, რომ ლაბორატორიაში შეიქმნა, მაგრამ შემთხვევით გავრცელდა.

ამასთან, როგორც გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა.