NBA-ის 16 მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა

NBA-ის 16 მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა და კალათბურთელთა კავშირის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„გამოკვლეული 302 მოთამაშიდან კორონავირუსი 16-ს დაუდგინდა. ყველა მოთამაშე, რომლის პასუხიც დადებითი იყო, თვითიზოლაციაში დარჩება მანამ, სანამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროტოკოლს არ დააკმაყოფილებს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონის განახლებისთვის ემზადება, რომელიც 30 ივლისს იწყება.

2020-06-27T02:19:33+04:00ივნისი 27th, 2020|