რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი რეანიმაციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ფრენის დროს თავს ცუდად გრძნობდა. თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა ომსკში. ალექსს აქვს ტოქსიკური მოწამვლა. ის რეანიმაციაში გადაიყვანეს“, – წერს ნავალნის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი კირა იარმიში ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

პრესსამსახურში ეჭვობენ, რომ ნავალნი მოწამლულია.

„ერთადერთი რაც დილით მან დალია, ეს იყო ჩაი. ალექსი ახლა უგონო მდგომარეობაშია“, – აცხადებს იარმიში.

ამ ეტაპზე მედიკოსებისთვის გაუგებარია თუ რას შეიძლება გამოეწვია ნავალნის მოწამვლა. ოპოზიციონერი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

ინფორმაციისთვის, ნავალნი რამდენიმე დღე ციმბირის რეგიონში გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოსაძიებლად იმყოფებოდა.

წყარო