ნაცვლიშვილმა ექს პრეზიდენტს „პრუწუნა პრეზიდენტი“ და „ტროლი“ უწოდა

აკეთებდე ერთსა და იმავეს და ელოდო ყოველ ჯერზე სხვადასხვა შედეგს, აინშტაინი მიიჩნევდა, რომ ეს არის სიბრიყვის ყველაზე თვალსაჩინო გამომოვლინება.

 

სააკაშვილს ბრიყვი ჰგონია საზოგადობა, რა თქმა უნდა, თავადაც ბრიყვია, როდესაც უშვებს ერთი და იგივე შეცდომას და ყოველ ჯერზე იღებს ერთი და იმავე შედეგს, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „ქრონიკის“ განაცხადა.

 

ნაცვლიშვილმა ექს პრეზიდენტს „პრუწუნა პრეზიდენტი“ და „ტროლი“ უწოდა.

 

„ხელოვნურად შექმნა რევოლუციური სიტუაცია, შეუძლებელია და ამას ემატება დისტანციური სახალისო მომენტი, როდესაც გინდა, ოცნებობ, გესიზმრება, ვერ იღებ და მაინც გინდა და შენს სიზმრებში ეუფლები ამ შენს სასურველს, ეს რელიგიურ ენაზე ონანიზმის ცოდვაა, პოლიტიკურ ენაზე – პოლიტიკური მასტურბაცია. სააკაშვილმა მთელი ოპოზიცია ონანიზმის მძევლად აქცია“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

2020-09-03T00:26:38+04:00სექტემბერი 3rd, 2020|