„ნაციონალური მოძრაობა“ რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მოვუწოდებდი, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს მხარი დაუჭიროს

მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რთულ მდგომარეობაშია რურუასთან დაკავშირებით, მაგრამ მოვუწოდებდი, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ყველა საპარლამენტო პოლიტიკურმა ძალამ დაუჭიროს მხარი.

„იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი დადგება ხვალ კენჭისყრაზე, საქართველოს ნორმალურ ქვეყნად განვითარების პერსპექტივა დგას სასწორზე. მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რთულ მდგომარეობაშია რურუასთან დაკავშირებით, მაგრამ მას მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ ხვალინდელ საკითხს. საქართველოს სახელმწიფოს სწორი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს საარჩევნო სისტემა იყოს. პატიოსანი საარჩევნო სისტემის გარეშე, ნორმალური ქვეყანა არ ვიქნებით. ამისთვის საჭიროა ყველა ძალის მხარდაჭერა. მესმის „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე დღეშია, მაგრამ მოვუწოდებდი, რომ ამ რაღაცაზე მაღლა დადგნენ და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხს დაუჭირონ მხარი,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

2020-06-21T01:08:39+04:00ივნისი 21st, 2020|