მთელი ეს დღეები ოპოზიცია საუბრობს მიხეილ სააკშვილზე და საერთოდ დაგვავიწყდა, რომ „ქარუილი ოცნება“ არსებობს. გაქრა, ბიძინა ივანიშვილი აღარ არსებობს როგორც პოლიტიკური ფიგურა , – ამის შესახებ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, სჯერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ უფლებას არ მისცემს, ამომრჩეველზე გავლენა იქონიოს ან მიიტაცოს არჩევნები.

„არ უნდა მივეცთ საბაბი „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველოს ამომრჩევლების ნება მიიტაცოს. გული მწყდება, რომ მიხეილ სააკშვილი გახდა მთავარი სამიზნე. მთავარი სამიზნე დღევანდელ რეალობაში ოპოზიციური პარტია არ უნდა იყოს“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ბევრი ოპოზიციური პარტიის ამოცანაა ქვეყანაში მშვიდობა და არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება.