ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელიც კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში   ჩატარდა, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალ ზომებზე შეთანხმდნენ.

ეს მოიცავს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ისეთ ინიციატივები, როგორიცაა:

  • საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა თუ  წვრთნებში;
  • ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება;
  • საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში;
  • უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში.  “დღევანდელ მინისტერიალზე მიღებული ზომები კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან.” – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.