ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება მხოლოდ უკვე პარლამენტის წევრად არჩეულ პირებზე გავრცელდება

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 66 სუბიექტი დარეგისტრირდა, რომლებსაც ვალდებულება აქვთ წარადგინონ მაჟორიტარული და პროპორციული სიის კანდიდატები, რომელთა საერთო რაოდენობამ შესაძლოა 9000 პირი შეადგინოს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ რაოდენობის ადამიანების ნარკოლოგიური შემოწმების გავლამ კი შესაძლოა დამატებითი რისკები გააჩინოს. ამიტომ მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება მხოლოდ უკვე პარლამენტის წევრად არჩეულ პირებზე გავრცელდება”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

2020-09-13T09:22:58+04:00სექტემბერი 13th, 2020|