საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 აპრილის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8,563.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი;

1 მაისი – ვენა-თბილისი;

2 მაისი – პრაღა-ბათუმი;

5 მაისი – ათენი-თბილისი;

7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი;

9 მაისი – ბერლინი-თბილისი.

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

წყარო:პრაიმტაიმი