„მზიურის“ რეაბილიტირებულ ნაწილში, დღეს 25 მაისს მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ გუბეები გაჩნდა.

მოქალაქეები ამის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„მზიურში“ რეაბილიტაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 7.8. მლნ ლარია, რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს.

გუბეები „მზიურში“ ფოტო: მარიამ ბაქრაძე

ნეტგაზეთი დაუკაშვირდა მუნიციპალური განვითარების ფონს, რომელიც რეაბილიტაციაში მონაწილეობს. უწყებამ გვითხრა, რომ ხვალ დილისთვის პასუხს მოგვაწვდიდა.

„მზიურის“ პარკის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყო. მაშინ ითქვა, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, „მზიურში“ განთავსდება შშმ პირებისთვის ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნები, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკე ინფრასტრუქტურა.

პროექტი წელს უნდა დასრულდეს.

 

წყარო