„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ, „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, რომ პარტიას რეგიონებში ყველგან ეყოლება თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი.

მისი თქმით, ისინი მზად არიან სრული მასშტაბით შეერკინონ ოპონენტებს, ყველა ფრონტზე.

„ჩვენ მაქსიმალურად დიდი ველი შევუქმენით ოპოზიციას, რეგიონებში ჩვენ ყველგან მზად ვართ ვიბრძოლოთ, აბსოლუტურად ყველა ოლქში. თბილისთან დაკავშირებით უფრო აღმატებული მზაობა, ჩვენი პოზიცია დღეს არის ასეთი, რომ რეგიონში, ყველგან, გვყავდეს მაჟორიტარი და შევერკინოთ სრული მასშტაბით ყველა ფრონტზე“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტია თბილისში კანდიდატებს მხოლოდ გლდანსა და ისანი-სამგორში დააყენებს.